ევროპის დღეებთან დაკავშირებით, გუშინ ღამიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნული შეზღუდვა 6 მაისის 06:00 საათამდე იმოქმედებს.
დღეს, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ.
თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.