გრაცი (ავსტრია), გიმარაინში (პორტუგალია) და ვილნიუსი (ლიეტუვა) ევროპის მწვანე დედაქალაქის წოდებისთვის იბრძოლებენ. ეს სამი ქალაქი 2025 წლის შესარჩევის ფინალისტები გახდნენ.
გრაცი განსაკუთრებით წარმატებული მწვანე ინიციატივების საკითხში აღმოჩნდა. მაგალითად, ოთხშაბათობით ქალაქში ტარდება აქცია ე.წ. „ვეგი-დღე“, როცა მოსახლეობას ხორცზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. გრაცი აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობას: დასახლება 350-მდე ფერმას აერთიანებს და საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქტი იწარმოება.
გიმარაინში მიწისა და წყლის სწორი გამოყენებისთვის გამოარჩიეს. ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება.
ვილნიუსი ქალაქის სწორად დაგეგმარებაშია წარმატებული. მაგალითად, დაამონტაჟეს ინტელექტუალური გადამცემები, რომელთა ფუნქციაც მცენარეებში ტენიანობის დონის დადგენაა.
გამარჯვებულს 2023 წლის 5 ოქტომბერს ტალინში გამართულ სადღესასწაულო ცერემონიაზე გამოავლენენ.