LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის მწვანეთა პარტიამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად პარტია მხარს უჭერს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

61
Capture

ევროპის მწვანეთა პარტიამ, რომლის წევრიცაა საქართველოს მწვანეთა პარტია, უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია, რომ პარტია მხარს უჭერს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

დოკუმენტში მაგალითისთვის მოყვანილია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომი და აღნიშნულია, რომ პუტინის რეჟიმი ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონის დესტაბილიზაციას ეწევა.

დოკუმენტში ყურადღება მახვილდება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.

„უკრაინელი ხალხი იბრძვის დემოკრატიული, თავისუფალი უკრაინის მომავლისთვის. ევროკავშირის ინსტიტუტებს ევალებათ იმუშაონ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და გააძლიერონ ძალისხმევა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრაციისთვის. გარდა ამისა, ძალისხმევა უნდა გასწიონ საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“, – წერია დოკუმენტის ტექსტში.

ცნობისთვის, რეზოლუცია მწვანეთა პარტიამ 3-5 ივნისს რიგაში მიიღო.