LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ქვეყნები, სადაც მართვის მოწმობის აღება ყველაზე რთულია

360
drivers-licence-1200x675

ჩვენთან მართვის მოწმობის ასაღებად საკმარისია თეორიული საკითხების სწავლა (ამას ავტოსკოლაში გააკეთებთ თუ შინ მნიშვნელობა არ აქვს), შემდეგ კი ავტომობილის მართვის ათვისება (ამ შემთხვევაშიც არჩევანი ინდივიდუალურია, გააკეთებთ ამას მასწავლებელთან თუ დამოუკიდებლად). სწავლის პროცესის დასრულების შემდეგ კი გამოცდაზე გასვლა და ჩაბარებაა საჭირო.
ზოგიერთი ქვეყანა კი პოტენციურ მძღოლებს ზედმეტად რთულ მოთხოვნებს უწესებს. მომზადების პროცესიც კი გარკვეული ნორმების დაცვასთანაა დაკავშირებული.

 

გერმანია
საგამოცდოდ მომზადების პროცესში, პრაქტიკული ნაწილი, როგორც წესი, ძალიან რთულია. მომავალი მძღოლი ინსტრუქტორის ხელშია და თუ როდის გავა ის გამოცდაზე, ამასაც მასწავლებელი წყვეტს. მოსამზადებელი კურსის ფასი 1000 ევროდან იწყება და ხშირ შემთხვევაში მის დასაფარად კრედიტის აღებაც უწევთ ხოლმე.

შვედეთი
მძიმე კლიმატის მქონე ქვეყანაში სასწავლო კურსის გავლა ზამთარში უწევთ. თეორიული გამოცდა ძალიან რთულია და მის ჩასაბარებლად აპლიკანტს 45 წუთი ეძლევა. ამ დროის განმავლობაში მან 70 კითხვას უნდა უპასუხოს.

ფინეთი
სკანდინავიელ მძღოლებს ავტომობილის მაღალ დონეზე მართვას სწავლის პროცესშივე ათვისებინებენ. ავტოსკოლის დასრულების შემდეგ ფინებს დროებით მართვის მოწმობას აძლევენ და გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში (2 წელი) ახალგაზრდა მძღოლმა სერიოზული შეცდომები არ უნდა დაუშვას.

იტალია
„თეორიის“ სწორად ჩასაბარებლად მძღოლი მზად უნდა იყოს, რომ 7 ათასი კითხვიდან ნებისმიერს სწორად უპასუხოს. ამის შემდეგ მას 20 ქულა ენიჭება და ქულები დარღვევებისთვის აკლდება. ქულების განულების შემდეგ სასწავლო კურსის ხელახლა გავლა სავალდებულოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g