„უსასრულო მადლიერება ყველა ოჯახის წევრსა და მეგობარს, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი დაუვიწყარი ქორწილის ზეიმი თბილისში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ შარმანაშვილის მეუღლე, კარლო პონტი წერს.
ვიდეო: „ჩვენი თაფლობის თვეც დაიწყო“ – სად გაემგზავრნენ მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი საქორწინო მოგზაურობაში
კარლო პონტის და მარიამ შარმანაშვილის ქორწილს საზოგადოების ნაწილმა ისტორიული უწოდა. მარიამის და კარლოს გაცნობის და სიყვარულის ისტორია ნამდვილად ზღაპრულია.
იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟი კიდევ ერთხელ ეხმაურება მიმდინარე თვეში საქართველოში გამართულ გრანდიოზულ ქორწილს და მას დაუვიწყარ ზეიმს უწოდებს.
კარლო პონტი სოციალურ ქსელში ქორწილიდან ვიდეოკოლაჟს ავრცელებს.
„უსასრულო მადლიერება ყველა ოჯახის წევრსა და მეგობარს, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი დაუვიწყარი ქორწილის ზეიმი თბილისში,
საქართველო!! გვიყვარხართ!!!
სამუდამოდ ჩვენს გულებში!!!“ – წერს კარლო პონტი და სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებს.
ცნობისთვის, მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ 26 ივლისს იქორწინეს და გრანდიოზულ საქორწინო წვეულებაზე უამრავ სტუმარს უმასპინძლეს.
Eternal and immense gratitude to all family and friends that shared our unforgettable wedding celebrations with us in Tbilisi, Georgia!! We love you!!! სამუდამოდ ჩვენს გულებში!!! ❤🇬🇪❤
Posted by Carlo Ponti on სამშაბათი, 05 აგვისტო, 2025
