LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს თბილისში რამდენიმე საათში ელოდებიან

74
kr

რამდენიმე საათში საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის თვითმფრინავი დაეშვება.  კრისტიან დანიელსონი შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციისთვის გამოაგზავნა.

შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნა მძლავრი სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ შედგეს მოლაპარაკება: კალოიანი

ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია და კონკრეტულად "ევროპული საქართველო" მზადაა, რიგგარეშე არჩევნებამდე ყოველგვარი გართულების გარეშე მივიდეს.

ამ ფაქტს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროპა სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის მუშაობას განაგრძობს.

სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე უნდა მივიდნენ მხარეები – ოპოზიცია და ხელისუფლება შესაძლო კომპრომისულ ვარიანტზე, რადგან 16 მარტს პრემიერ ღარიბაშვილს ბრიუსელში სწორედ კონკრეტული შედეგით ელოდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g