LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკი სოფლების ინტერნეტიზაციისთვის 34 მილიონ ევროს გვაძლევს

69
fd2436c23111d947c615d80fa5115911-XL

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს 34 მილინი ევროს ინვესტირებას, რომელიც მოიცავს ძნელად მისადგომ სოფლებსა და რაიონებში მცხოვრები, დაახლოებით, 500 ათასი ადამიანისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას. სესხით დაფინანსდება დაახლოებით ხუთი ათასი კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დამონტაჟება და საქართველოს ტელეკომის ოპერატორებისთვის ღია წვდომის ინტერნეტის ინფარსტრუქტურით უზრუნველყოფა.

ინვესტიციები ხელს შეუწყობს საქართველოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის შესაძლებლობებს ახალი ბიზნესისთვის და გაზრდის კრიზისის მიმართ საქართველოს მდგრადობას. ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მხარს დაუჭერს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის, კოვიდპანდემიისგან აღდგენის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და გაციფრულების დაფინანსებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g