LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავარი ინვესტორი ქვეყანა ესპანეთი გახდა: ინვესტიციები 4.3-ჯერ გაიზარდა

63
cb20fwgdxqh242d1otiz85ftthrg6y9g

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებს 435.7 მლნ. აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით არის განპირობებული.

საქართველოში 2022 წლის I კვარტალში პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა ესპანეთი – 196.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფო – 87.2 მლნ. აშშ დოლარით (15.3 პროცენტი) იმყოფება, ხოლო მესამეზე თურქეთი – 67.1 მლნ. აშშ დოლარით (11.8 პროცენტი).

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი) იკავებს, ხოლო მესამეზე უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი) იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები