LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე დიდი მტაცებელი დინოზავრი ბრიტანეთში იპოვეს

97
_125336522_0dde1ed4-5604-428b-a707-b889f1641ff8

კუნძულ უაიტზე ბრიტანელმა არქეოლოგებმა ყველაზე დიდი მტაცებელი დინოზავრი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნაპოვნი არტეფაქტი 125 მილიონი წლით თარიღდება. დინოზავრის სხეულის სიგრძე 10 მეტრზე მეტი იყო და წონა რამდენიმე ტონას აჭარბებდა. ცხოველი 2 თათზე დადიოდა და სახით ძალიან ჰგავდა ნიანგს.

არქეოლოგებმა ჯერ მხოლოდ მენჯის და კუდის მალები იპოვეს, თუმცა გათხრები გრძელდება და მათ დიდი იმედი აქვთ რომ ნეშტის დარჩენილ ფრაგმენტებსაც აღმოაჩენენ.

ცხოველს სახელი ჯერჯერობით არ აქვს და მისი შერჩევა გათხრების დასრულების შემდეგ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები