“აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
ფარვიზ შაჰბაზოვის განცხადებით, აზერბაიჯანს აქვს გრძელვადიანი გეგმა სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოების შესახებ.
“ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ გაზი”, – აღნიშნა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა
მინისტრმა იქვე განმარტა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების ზრდა ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა, ამისათვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ.
შეგახსენებთ, 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს.