LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპისგან მოველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას: საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

126
Untitled design (67)

„მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას კანდიდატის სტატუსი,  საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნისას განაცხადა.

„მართლაც აღსანიშნავია მთავრობის მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადასტურებს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული პერსპექტივის ჩათვლით, რომელიც გასულ ივნისში დადასტურდა.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებას, ამის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

magti 5g