LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ პლაჟებზე დასვენების მაღალი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები კიდევ უფრო გაძვირდება

183
shutterstock_250020670

ევროპულ პლაჟებზე დასვენების მაღალი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები კიდევ უფრო გაძვირდება, – აღნიშნულ ფაქტზე მოგზაურებს ინფორმაციას ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair აწვდის. კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ ფასების ზრდა მხოლოდ ერთნიშნა იქნება.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის მაიკლ ო’ლირის თქმით, ავიაკომპანიის დაბალი ტარიფები ამჟამად იწვევს მგზავრთა რაოდენობის ზრდას, რაც ხელს უწყობს კომპანიის პანდემიამდელი მდგომარეობის დაბრუნებას. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ავიაკომპანია მიმდინარე წელს „გონივრულ მომგებიანობას“ დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ Ryanair-მა 355 მლნ ევროს წლიური ზარალი მიიღო, რის მიზეზადაც ძირითადად კორონავირუსის Omicron ვარიანტის გავრცელებას, რუსეთ-უკრაინის ომს და ნავთობპროდუქტების ფასების ზრდას ასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g