LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ ქვეყნებს შორის მატარებლის დაბრუნება სურთ

76
expresstraineurp

მატარებელმა შიდა ევროპული ფრენები უნდა შეავიწროვოს, რათა ქვეყნებმა 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე შეამცირონ. ტრანსკონტინენტული რკინიგზის აგება, რომელიც ერთმანეთთან ევროპულ დედაქალაქებს დააკავშირებს, ჰაერის დაბინძურებას მინიმუმ 6–ჯერ შეამცირებს.

ასეთი წინანადადებით ევროკავშირს გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთის და ესპანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენელმა მეცნიერებმა მიმართეს.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ყველაზე პოპულარული 20 ავიამარშრუტიდან 17–ის სიგრძე 700 კილომეტრს არ აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს რომ მათი რკინიგზის მარშრუტით ჩანაცვლება ძალიან მარტივი იქნება. დღედსდღეობით თვითმფრინავები რომლებსაც მგზავრები ევროპულ ქვეყნებს შორის გადაყავთ ჰაერში 28 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფენ.

აღსანიშნავია, რომ ტრანსევროპული ექსპრესი 1957–დან 1995 წლამდე ფუნქციონირებდა და ერთმანეთთან 30–მდე დიდ ქალაქს აკავშირებდა. თუმცა, მისი ყველა ვაგონი პირველი კლასის იყო, ამიტომ ავიაციის განვითარების შემდეგ კონკურენციას ვერ გაუძლო.

სიტუაცია გაართულა საზღვრის კვეთის დროს შექმნილმა უხერხულობამაც. ამას მოყვა ის რომ მგზავრებს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლის დროს მატარებლის გამოცვლა უწევდათ.

2018 წლიდან ევროპაში არსებული სასაზღვრო რკინიგზის სადგურების 40%–მა მუშაობა შეწყვიტა. თუმცა, შენარჩუნებული ინფრასტრუქტურის გამოყენება ნამდვილად შეიძლება. მაგალითად, ვილნიუსს, ვარშავას, ბერლინს, კოპენჰაგენს, ბრიუსელს, პარიზს, ლისაბონსა და მადრიდს შორის მატარებელს მოძრაობის დაწყება თუნდაც ხვალვე შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g