LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული ავიაკომპანიები აეროპორტებს გადასახადის შემცირებას სთხოვენ

107
frankfurt-airport-frankfurt-airport-1024x683

ევროპული ავიაკომპანიები აეროპორტებს გადასახადის შემცირებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ, ევროპული აეროპორტები შეშფოთებულნი არიან პანდემიის უარყოფითი შედეგებით და ევროკავშირისგან დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემა მკითხველს რამდენიმე ავიაკომპანიის კომენტარს სთავაზობს. მაგალითად, Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ოლირი ამბობს, რომ „თვითმფრინავების რაოდენობა გაიზრდება იქ, საიდანაც ავიაკომპანიები უკეთეს წინადადებებს მიიღებენ”.

დიდ ბრიტანეთში ავიაკომპანია Wizz Air-ს მმართველმა დირექტორმა ოუეინ ჯონსმა კი აღნიშნა, რომ „როდესაც აეროპორტები ცარიელია, შესაძლებელია უფრო დაბალ ფასზე მოლაპარაკება”.

აეროპორტებთან ფასების დაკლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ავიაკომპანია easyJet-იც.

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს გენერალური დირექტორი ოლივიე იანკოვეცი კი ამბობს, რომ აეროპორტების ფინანსური მდგომარეობა უარესდება და დაბალი მოსაკრებლების მოთხოვნა მიუღებელია. “ავიაკომპანიებს სურთ, რომ კრიზისი გამოიყენონ, როგორც ხარჯების შემცირების შესაძლებლობა”, – განმარტავს ოლივიე იანკოვეცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g