LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში, წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ: მარინა კალიურანდი

150
12171863t1h35e5.jpeg

“ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ წევრობის კანდიდატობის 3 ქვეყნის განაცხადი განხილვის ფაზაში არ იქნებოდა, რომ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

“ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის სამართლიანი არაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება კონსენსუსი ევროკავშირში, რომ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, დაივიწყონ პოლარიზაცია, მათი პარტიული ინტერესები, ყურადღება მიაქციონ რეფორმებს, რომელიც ახლა ხორციელდება და იყვნენ ერთიანები, იმუშაონ ერთად. მხოლოდ მაშინ, თქვენ შეგიძლიათ, მიაღწიოთ ევროპულ პერსპექტივას, რომელსაც ასე უჭერს მხარს ქართველი ხალხი. პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობის გარეშე, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, საქართველოს ევროპული პერსპექტივა უახლოეს მომავალში დადგეს.

ძალიან რთულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროგნოზირება. ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში, რომელიც ევროპაში, ევროკავშირში ახლა გვაქვს, გაფართოებაზე დიდ სურვილს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს. შესაძლოა, უკრაინა ომის გამო იყოს პრივილეგირებულ პოზიციაში, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხია, რასაც პოლიტიკური მიდგომა სჭირდება და ეს ნიშნავს, რომ თქვენი ხალხი, თქვენი პოლიტიკოსები უნდა ესაუბრონ მათ, ვისაც ერთხმად მისაღები გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

mazda magti 5g