რომელი იყო ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულებები ქუთაისიდან გასულ თვეს, უკვე ცნობილია -შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ვენის მიმართულება. მეორე ადგილზე რომი იმყოფება, მესამეს პოზიციას კი პრაღა იკავებს. ხუთეულში არიან: ათენი და მემინგემიც.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში, წინა წლის ამავე თვესთან შედარებით, 111%-ით გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა.