LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული ქალაქების ბიბლიოთეკები წიგნებს არა ჟანრების, არამედ ემოციების მიხედვით დააჯგუფებენ

50
thumb-1024x663-emotional-library

ოთხი ევროპული ქალაქის ბიბლიოთეკებში წიგნები არა ჟანრების, არამედ იმ ემოციების მიხედვით დააჯგუფეს, რასაც ისინი ადამიანებში იწვევენ. მათ შორისაა – ბედნიერება, გაოცება, სევდა, ბრაზი და შიში. ამ სიაში გაერთიანებულია ასევე სიყვარული, რადგან ბიბლიოთეკართა აზრით, ის ბევრ წიგნში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ემოციური განყოფილებების ნახვა კაუნასის (ლიეტუვა), ანდერლეხტის (ბელგია), ლოძის (პოლონეთი) და კრანის (სლოვენია) ბიბლიოთეკებშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ წიგნს შესაბამისი რეკომენდაცია და ინფორმაცია მოჰყვება იმის შესახებ, თუ წლის რომელ დროსაა რეკომენდებული მისი წაკითხვა. გარდა ამისა, იქვეა აღნიშნული იმ ადამიანების კატეგორია ვისთვისაც ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვა რთული იქნება.

მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ წიგნს ადგილიც შეუცვალონ, თუკი ის მათში განსხვავებულ ემოციას გამოიწვევს.

ემოციური ბიბლიოთეკის შექმნის პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები