LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” 5 ივლისს ღირსების მარშს შეუერთდება: “ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები”

62
fda

“ღირსების მარშის” მხარდაჭერა პრინციპული საკითხია, – ამის სესახებ განცხადებას “ევროპული საქართველო” ავრცელებს და წერს, რომ “ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა”.

“ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.

ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც “ღირსების მარშია” დაგეგმილი, თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.

ისინი თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მარშის ჩატარებისგან თავი უნდა შეეკავებინათ.

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პროტესტი, 5 ივლისს შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ – საპატრიარქო

მაქარაშვილი: იმედი მაქვს, საპატრიარქოში ეყოფათ გონიერება და მრევლს არ წააქეზებენ, რომ სხვა ადამიანები სცემონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g