LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” პარლამენტს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს შესთავაზებს

91

“ევროპული საქართველო”პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტს სთავაზობს, რომელიც რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვას “ევროპული საქართველო” პროდასავლურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს.

“პრორუსული პროპაგანდის გაზრდა პირდაპირ ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში. ეს გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო რამდენიმე თვეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სახსრები გაედინება ისეთ გამომცემლობებსა და რედაქციებში, რომლებიც პრორუსულ და ქსენოფობიურ პოლიტიკას ატარებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსულ ტელეარხებს უხდიან ფულს სარეკლამო რგოლების განსათავსებლად. ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოდის “გაზპრომ-მედია” თავისი საკმაოდ დიდი პაკეტით, “ენ-ტე-ვე პლუსით”, რაც არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება ეყოფა უმრავლესობას – მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო კანონმდებლობის გზით წავიდეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ”, – თქვა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ქართულ სატელევიზიო ბაზარზე შემოსვლას Газпром медиа გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g