“ევროპული საქართველოს” წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით მიმართავს და ყველა იმ სამართალდამცველის დასჯას მოითხოვს, ვინც 5 ივლისს არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი უფლებამოსილება და ვერ დაიცვეს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.
“5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალების მობილიზება არ მოახდინა, მიუხედავად იმსა, რომ დილიდანვე არსებობდა ესკალაციის რისკი ძალადობრივი ჯგუფებისგან”, – გიორგი კანდელაკი.
“ევროპული საქართველოს” წევრმა, ბესიკ დონაძემ აღნიშნა, რომ საჩივრის შეტანის შემდეგ, გენერალურ ინსპექციას ექნება სამართლებრივი ვალდებულება, რომ დაიწყოს გამოძიება და მოახდინოს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, ვინც არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.
“ჩვენ უწყებას მივაწვდით მასალას, რომელზეც აღბეჭედილია ის ფაქტები, რაც გავაჟღერეთ, ვითხოვთ, რომ მოახდინონ იმ პოლიციელების იდენტიფიცირება და დასაჯონ კანონის შესაბამისად“. – განაცხადა ბესიკ დონაძემ.