„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ღვინიაშვილი თელავის ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს. ღვინიაშვილის თქმით, ოფისთან ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი მივიდა და წინასაარჩევნო კამპანიიდან მათი პარტიის ჩამოშორება მოითხოვა. პარტიაში ამბობენ, რომ მათ პირის იდენტიფიცირება შეუძლიათ, იციან ავტომობილის მარკა და ნომერი. მათივე ინფორმაციით, პოლიცია თვითმხილველებს კითხავს.
„ადგილზე უამრავი კამერაა, ჩვენს წევრებს დამნაშავის ამოცნობა შეუძლიათ. თავდამსხმელის დადგენა რამდენიმე საათშია შესაძლებელი”,- განაცხადა ღვინიაშვილმა.