მარნეულში, სოფელ სადახლოში “ევროპული საქართველოს” აქტივისტი, რამილ აბდულაევი დაჭრეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა განაცხად.
მისი თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
როგორც მან აღნიშნა, არ უნახავს, თუ ვინ ესროლა.
“სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა იმამყულიევმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
