LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველოს” გამოსვლები შინაარსობრივად შეუთანხმებლობისკენ იყო მიმართული – ფაქტია, სხვა პარტიებიც  იმ მოსაზრებას და არგუმენტებს იზიარებენ, რასაც თავის დროზე ეს პარტია აყალიბებდა: ლევან იოსელიანი

69
levan-ioseliani

„ჩვენ დავინახეთ ერთი კონკრეტული პარტიის ძალიან აქტიური პოზიცია ამ მიმართულებით. გამოვედით და ამის შესახებ ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი. ამის გამო, ათასი სიბინძურე დაგვაბრალეს, გამყიდველობა, მოღალატეობა, მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს ასე ყოფილა,” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან იოსელიანმა “ევროპულ საქართველოზე” საუბრისას განაცხადა და იქვე დაამატა, რომ სიმართლე არ დაიმალება.

იოსელიანის თქმის, “ევროპულ საქართველოს” არ უნდა, რომ შეთანხება შედგეს; არ უნდათ, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში.  მისი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ლიდერები პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ყველანი უმანდატოდ დარჩნენ.

“ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, ისე პოზიციონირებდნენ, მათი გამოსვლები შინაარსობრივად მიმართული იყო იქითკენ, რომ შეთანხმება არ და ვერ მიღწეულიყო. ფაქტია, რომ სხვა პარტიებიც  იმ მოსაზრებას და არგუმენტებს იზიარებენ, რასაც თავის დროზე ეს პარტია აყალიბებდა. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა – ეს ადამიანები დადიოდნენ შეხვედრებზე, სხვა ჩვენ იქ არ გვინახავს. პარლამენტში შესვლა-არშესვლა საბოლოოდ დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება ჩვენ შორის მოლაპარაკება, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე“, -განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები