LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველოს” რეიტინგი მილევად რეჟიმშია: წილოსანი

81
FORTUNA.GE- (7)

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” რეიტინგი მილევად რეჟიმშია, პარტია ყოველ მომდევნო არჩევნებში სულ უფრო და უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებს და იმისათვის, რომ სასოწარკვეთა კარგად დაასრულონ, კარგი იქნება, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“ქართული ოცნების” წევრი ამ განცხადებით გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მოსაზრებას, რომ შესაძლებელია მათ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. ნინო წილოსანი ამბობს, რომ ასეთი რეიტინგის გათვალისწინებით, მათგან ბოიკოტის გამოცხადება გასაკვირი არ იქნება.

მან დაანონსებულ აქციებზეც გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლებას მიესალმება, თუმცა ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები მხოლოდ დესტრუქციის გამოწვევას ისახავს მიზნად:

“რაც შეეხება აქციებს, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ვაღიარებთ და ვემხრობით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ის აქციები, რასაც ისინი აანონსებენ, მიზნად ისახავს ერთადერთს, გამოიწვიონ  დესტრუქცია ან ძალადობრივი გზით მიაღწიონ იმ შედეგს, რასაც არჩევნების გზით ვერ აღწევენ.

არჩევნების, ხალხის ნების გამოხატვის ალტერნატივა ძალადობრივი დემონსტრაციები ვერასდროს იქნება. რაც უნდა დააანონსონ მათ, ამ განცხადებას სერიოზულად ვერ მივიჩნევ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩევლის, მათ შორის ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ძალადობრივ სცენარებს, რომელსაც ისინი სთავაზობენ, არ ეთანხმება.” – თქვა წილოსანმა.

შეგახსენებთ, გუშინ პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ვერც ერთ სცენარს ვერ გამორიცხავს, მათ შორის ბოიკოტს, რადგან ზოგჯერ ეს არის ეფექტური ინსტრუმენტი, რომ მიაწღიო მთავარ ამოცანას – ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს.

magti 5g