LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭო უკრაინას კიდევ 1 მილიარდ ევროს აძლევს – „მატერიალური და ფინანსური დახმარების გაგრძელება ჩვენი მოვალეობაა”

75
ukaineeee-1646118397

ევროპულმა საბჭომ დღეს გამოაცხადა, რომ უკრაინას დახმარების სახით დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული დახმარება ევროკავშირის მიერ უკრაინის მიმართ ამ დრომდე გაწეულ ფინანსურ დახმარებას 2.2 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

„მატერიალური და ფინანსური დახმარების გაგრძელება ჩვენი მოვალეობაა. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება 1 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“, – განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანიურამ.

მისივე ინფორმაციით, ეს მისცემს უკრაინას საჭირო თანხებს გადაუდებელი საჭიროებების დასაფარად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g