ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love.
ავსტრიის წარმომადგენელმა 436 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ავსტრია იქნება.
საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა იტალიას ერგო.
„იმიტომ არა, რომ შენგელიაა და თან გარეგნულადაც მაგარი გოგოა…ძალიან ბრუტალურად და ემოციურად შეასრულა..კალათბურთელი მაღალ ნახტომში ბურთს კალათში ეფექტურად რომ ჩატენის, ისე, ბრავო“ – რას წერს ზაზა შენგელია
მარიამ შენგელიას შესანიშნავ შესრულებას ევროვიზიის კონკურსზე ზაზა შენგელია ეხმაურება.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ევროვიზია 2025-ის ფინალში 26 ქვეყანა წარდგა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.
საქართველოს ევროვიზია 2025-ზე მარიამ შენგელია, სიმღერით Freedom წარადგენდა.
69-ე ევროვიზიას შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა.
ირმა სოხაძე: „მარიამი ნამდვილად საუკეთესო იყო, მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“