“ევროვიზიის” ნახევარფინალის პირველი ტური დასრულდა. სამწუხაროდ, ათ ქვეყანას შორის, ვინც ფინალში გადაინაცვლა, საქართველო არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ შემსრულებელს ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა, როგორც ჩანს, მან შესაბამისი რაოდენობის ხმა ვერ მოიღო…
თაკო გაჩეჩილაძე დღეს კონკურსზე მეორე ნომრად წარდგა. მან ანრი ჯოხაძის მიერ საკუთარ ტექსტზე შექმნილი სიმღერა შეასრულა.