LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეწვიეთ ამ საოცარ ქვეყანას“: ბულგარეთის სამოგზაურო ჟურნალი საქართველოზე წერს

162
საქართველო22

ბულგარეთის ყველაზე დიდი ინგლისურენოვანი სამოგზაურო ჟურნალი Vagabond საქართველოზე, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულბაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„2020 წელს იმისთვის, რომ მოგზაურობის წყურვილი მოიკლათ, ეწვიეთ ამ საოცარ ქვეყანას, რომელმაც მოახერხა პანდემიისთვის თავის არიდება“, – წერს Vagabond.

სტატიაში დედალურად აღწერილია პრევენციული ზომები, რომელიც საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში გაატარა.

Tbilisi
გამომცემლობა აღნიშნავს, რომ რომ საქართველო ტურიზმს დიდ ყურადღებას უთმობს

 

„ტურიზმის ინდუსტრიისთვის სპეციალური პაკეტი მომზადდა. შედეგად, საქართველო მზადაა, 1 ივლისს ტურისტებისთვის საზღვრების გახსნისთვის. კოვიდ-19-თან ბრძოლაში შემუშავდა მკაცრი პროტოკოლი, რომელიც მოიცავს სკრინინგს, დეზინფექციას და რესტორნებსა, ტრანსპორტსა და სასტუმროებში სპეციალურ ზომებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Tbilisi

Vagabond ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილია სპეციალური „მწვანე“ ზონები, სადაც ტურისტებს შეუძლიათ, დრო უსაფრთხოდ გაატარონ და გარესამყაროს მოსწყდნენ. 

სტატია მომზადებულია, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g