LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Express Bank-ი მომხმარებელს Express ანაბარის აქციას სთავაზობს

67

Express Bank-ი მომხმარებელს მარტში Express ანაბარის აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, ის, ვინც მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით გახსნის Express ანაბარს და შემდგომ მას ყოველთვიურად სულ მცირე 10 ლარს დაამატებს, საჩუქრად მიიღებს 500 Express ბონუსქულას. ბონუსქულები ყოველი თვის ბოლოს მომხმარებელს კუთვნილ Express Card-ზე დაერიცხება.

”Express Bank-ში ანაბრის გახსნა მარტივია და სულ რაღაც 10 ლარით არის შესაძლებელი. ამავდროულად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ანაბარს თანხა ნებისმიერ დროს დაამატოს და  მაღალი სარგებელიც მიიღოს. მომხმარებელს Express ანაბრის გახსნა საქართველოს მასშტაბით Express Bank-ის 114 სერვისცენტრში შეუძლია”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g