LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Express Bank-მა გლდანში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა

117

Express Bank-მა  თბილისში დღეს  კიდევ ერთი  სერვისცენტრი გახსნა. მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, გლდანში, ხიზაბაურის ქუჩის 1-ელ ნომერშიც შეძლებს.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს,  მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით – ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.

მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 121 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g