LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში დღეს ”მაკდონალდსი” გაიხსნა

1404

რუსთავში მეგობრობის გამზირზე დღეს „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნი გაიხსნა.  ახალ ობიექტზე 62 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი 4.8 მილიონი ლარია.

„მაკდონალდსში“ მოქმედებს  ე.წ  „დრაივის“ სერვისი, მისი საბავშვო ტერიტორია მოიცავს დაბადების დღის დარბაზსა და სათამაშო ზონას, რესტორანი ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

როგორც ”ფორტუნას” ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი რესტორანი 2000 კვ.მ -ზეა გაშლილი, გამწვანდა ტერიტორია, მოეწყო დიდი სკვერი და დაირგო 80 000 – ის ლარის ღირებულების ხეები. ტერიტორიაზე განთავსდა ასევე საპარკინგე სივრცეც.

„მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი დღეს 10:30 საათზე გაიხსნა და  მის ოფიციალურ გახსნას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები