დაიწყო Extra.ge-სა და Visa-ს ახალი, ერთობლივი კამპანია, რომელიც Apple-ის ლიცენზირებულ პროდუქციაზე განსაკუთრებულ პირობებს გვთავაზობს. ეს extra-სა და Visa-ს კიდევ ერთი თანამშრომლობაა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის საუკეთესო ღირებულების შექმნასა და შეთავაზებას.
Iphone, Mac Book, Air Pods და Apple-ის სხვა პროდუქტები 200 ლარით უფრო ხელმისაწვდომია, ექსკლუზიურად, მხოლოდ Extra.ge-ზე შეძენის შემთხვევაში. საკმარისია, შეარჩიოთ Apple-ის სასურველი პროდუქტი, მიუთითოთ გადახდა – Visa ბარათით და ამ ნივთს მომენტალურად დააკლდება 200 ლარი.
„ჩვენი მიზანია, მომხარებელს მაქსიმალურად კარგი ღირებულება შევთავაზოთ და ონლაინ შოპინგის უპირატესობები დავანახოთ. Visa-სთან თანამშრომლობა კი დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს, რათა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და საუკეთესო პირობები შევთავაზოთ ამ გამოცდილების მისაღებად,“ – განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბუაძემ.
”ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ დამაჯერებელი მიზეზები, რათა ყოველდღიური შესყიდვებისას პირორიტეტი Visa ბარათით გადახდას მიანიჭონ. იქნება ეს შოპინგი, ლანჩი, საყიდლები სურსათის მაღაზიაში თუ „Back to School” სამზადისი – Visa არის ყველაზე მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთო გადახდის გზა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამატებითი ფასდალებებით, მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებენ სასურველი გაჯეტების შეძენისას, ონლაინ სწავლებისა თუ პირადი მოხმარებისთვის“ -ამობს კრისტინა დოროში, “ვიზას” რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
Extra.ge-ს გუნდი უკვე აქტიურად ემზადება Back to School კამპანიისთვის, რომლის ფარგლებშიც, ძალიან ბევრ და რაც მთავარია, სასწავლო წლის დაწყებისთვის აქტუალურ პროდუქციაზე ფასდაკლებასაც ჰპირდება მომხმარებელს.
შეგახსენებთ რომ, www.extra.ge არის ყველაზე დიდი ონლაინ შოპინგ მოლი, სადაც აუცილებლად იპოვით ყველაფერს, რაც გაგიხარდებათ.