ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ წელსთან და ბედობის დღეთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებს გამომწერებს.
მისი თქმით, 17 დეკემბერი ბედობის დღეა და როგორც ამ დღეს შეხვდებით, სწორედ ის ენერგია გაგყვებათ მომავალი წლის განმავლობაში. გოგა მანია აღნიშნავს, რომ აუცილებელია იმ სივრცის გასუფთავება, სადაც ნაძვის ხე დაიდგმება – ამისთვის რეკომენდებულია სურნელოვანი სანთელი, საკმეველი და დარიჩინის ჩხირის გამოყენება.
ეზოთერიკოსი განსაკუთრებულ რჩევას აძლევს მათ, ვისაც გათხოვება სურს.
მისი თქმით, პირადი სამკაული ან ბეჭედი უნდა მოათავსოთ პატარა წითელ ნაჭერში და დაკიდოთ ნაძვის ხეზე, რაც, მისი განმარტებით, სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების ენერგიის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
