LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაბრიკა“ ტრადიციულ საშობაო ბაზრობას უმასპინძლებს

122
ფაბრიკა

20-21 დეკემბერს, ტრადიციული საშობაო ბაზრობის ფარგლებში, „ფაბრიკა“ სტუმრებს 45-მდე ფერად და საინტერესო დახლს დაახვედრებს.

დახლებზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მცირე და დამოუკიდებელი მეწარმის განსაკუთრებული პროდუქცია, მათ შორის, კერამიკული ნივთები, სამკაულები, თბილი ტანისამოსი, საახალწლო სათამაშოები, ტკბილეული და სხვა.

ორი დღის განმავლობაში ეზოში იგეგმება სპეციალური აქტივობები, რომლებიც       „ფაბრიკას“ ნამდვილ საშობაო სოფლად აქცევს:

  • ცოცხალი მუსიკა – ორკესტრისა და მარშის წარმოდგენები
  • ვალდორფის სკოლის მოსწავლეების კონცერტი 21 დეკემბერს Fabrika Jungle Room-ში
  • საშობაო ჭიქებისა და სათამაშოების მოხატვის ვორქშოპი – კერამიკული სტუდია 1300-ის ხელმძღვანელობით
  • საშობაო შეფუთვების შექმნისა და გაფორმების სახელოსნო – ხარახურას, ქართული რიზოგრაფ სტამბისა და გამომცემლობის ავტორობით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g