LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც მე ფეისბუქზე ვნახე, რა ხდებოდა „ფაბრიკაში…“ – ამირან გამყრელიძის მორიგი გაფრთხილება

674
ამი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „ფაბრიკაში“ შექმნილ სიტუაციის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ხალხმრავლობამ შესაძლოა, გეომეტრიული პროგრესია შექმნას.

რაც მე ფეისბუქზე ვნახე, რა ხდებოდა „ფაბრიკაში“… ყველას გვინდა, გასაგებია, მაგრამ თავი შევიკავოთ ცოტა ხნით, სანამ პანდემიაა. ძალიან მომატებული რისკია, რაც იმ დღეს „ფაბრიკაში“ ხდებოდა, ვიდრე ეს ეროვნული გამოცდებია, იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ, შესაძლებელია, მოხვდეს ინფიცირებული. ერთი ინფიცირებული ადამიანი იმ „ფაბრიკაში“ უცებ გადასდებს დაახლოებით ოცს და მერე გეომეტრიული პროგრესია გვექნება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, „ფაბრიკაში“ არსებული ხალხმრავლობის ამსახველი ფოტო, სოციალურ ქსელშო რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები