Facebook-ი სახელს იცვლის. განცხადება მარკ ცუკერბერგმა გააკეთა.
მისი თქმით, კომპანიას “Meta” ერქმევა და ახალი ლოგო ექნება, მხოლოდ ცისფერი “M”.
“გვაქვს ახალი სახელი, ის ასახავს ჩვენი საქმის მომავალს. ჩვენ ვაფართოებთ წვდომას სოციალური მედიის მიღმა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვირტუალური რეალობა. ახალი სახელი უკავშირდება იდეას “მეტავერსის” – ონლაინ სამყაროს შექმნის შესახებ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, VR ყურსასმენების გამოყენებით. ამიერიდან ჩვენ მეტავერსი ვიქნებით და არა Facebook”,-განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.