LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ის ახალი ფუნქცია ყოფილი შეყვარებულის დავიწყებაში დაგეხმარებათ

49

Facebook-ში გაჩნდა ახალი ფუნქცია, რომელიც ყოფილი შეყვარებულის დავიწყებაში დაგეხმარებათ.  „როდესაც ადამიანი ცვლის სოციალურ სტატუსს გვერდზე, პროგრამა ავტომატურად იწყებს მუშაობას, ჩვენ ადამიანებს სტრესის დაძლევაში დავეხმარებით“-აცხადებს სოციალური ქსელის მენეჯერი კელი უინტერსი.

ახალი ფუნქციის თანახმად, თქვენს ყოფილ პარტნიორს აღარ ექნება წვდომა თქვენს გვერდთან, ისევე როგორც თავადაც ვერ ნახავთ მის აქტივობებს. საძიებო სისტემაში მისი სახელისა და გვარის აკრეფვისას, პროგრამა მას აღარ მოძებნის.

Your-Ex-You-On-Facebook

ავტომატურად წაიშლება თქვენი ყველა ერთობლივად გადაღებული ფოტოც. ასევე შეიზღუდება იმ აუდიტორიის სია, რომელსაც წვდომა აქვს თქვენ ფოტოებთან, რათა მეგობრებმა არასასრურველი შეკითხვებით თავი არ მოგაბეზრონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები