LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ის ხრიკები, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

151

სოციალურ ქსელში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანებს ხშირად ბევრი დეტალი ეპარებათ. მაგალითად, ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რამდენის საშუალებას იძლევა Facebook.

 

გამორთეთ სტატუსი „ნანახია“ შეტყობინებებში

რაც ეს ფუნქცია გამოჩნდა, ბევრის ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა, რაც ბუნებრივიც არის. ბევრს არ ესიამოვნება მისთვის საჭირო ინფორმაციას იგნორირებას რომ უკეთებენ.

თუ არ მიეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვისთვისაც სხვის გრძნობებზე თამაში სულერთია,  ისარგებლეთ ბრაუზერის გაფართოების ფუნქციით. „ფეისბუქის“ დესკტოპის ვერსიაში ის „ნანახია“ სტატუსს გამოგირთავთ. მაგალითად Chrome-თვის ეს არის Facebook Unseen, Firefox-სა და Explorer-თვის – Chat Undetected.

 

დამალეთ თქვენი ონლაინ-სტატუსი მომაბეზრებელი მეგობრებისგან

თუ რომელიმე მეგობარი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ მას კონკრეტულად გამოურთოთ ჩატი. ამისთვის მისი სასაუბროს ზედა მარჯვენა მხარეს შესაბამის ღილაკს მარტივად იპოვით.

მისგან მოსული შეტყობინებები, ჩვეულებრივად, შემომავალ წერილებში შეინახება.

 

სიახლეების ლენტაში ნახეთ მარტო იმ ადამიანებისა და გვერდების სიახლეები, რომლებიც გამოწერილი გყავთ

იმისათვის, რომ ადამიანმა, რომელსაც ვერც მეგობრიობაზე ეუბნებით უარს და არც მისი პოსტები მოგწონთ, თავი არ მოგაბეზროთ, „ფეისბუქმა“ კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგცათ: გამოიწერეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც გინდათ, შესაბამისად მხოლოდ მათი სიახლეები გამოჩნდება თქვენი სიახლეების ლენტაში.

 

წაიკითხეთ დაფარული შეტყობინებები

შესაძლოა, ბევრი რამ არც იცოდეთ ამ ფუნქციის გამო, რადგან „ფეისბუქი“ სხვა მომხმარებლების შეტყობინებებს დაფარულ განყოფილებაში ინახავს, მათი მოსვლისას კი ნოტიფიკაცია არ მოგივათ.

დააჭირეთ ღილაკს „სხვა“, ძირითადი მიმოწეის გვერდზე და წაიკითხეთ, რა იყო დაფარული!

 

დამალე მეგობრების სია სხვებისგან

თუ არ გსურთ,  თქვენი ნაცნობების ვინაობის შესახებ უცნობებმა გაიგონ, მარტივად მონიშნე, რომელ წრეს შეუძლია შენი მეგობრები ნახვა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტე, დატოვო თუ არა ის ღია.

 

გამორთე ვიდეოს ავტომატურად ჩართვის ფუნქცია

ეს ფუნქცია განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც „ფეისბუქით“ მობილურის საშუალებით სარგებლობს. შედით ფოტოებისა და ვიდეოების განყოფილებაში, ავტო-ჩამრთველთან და მოითხოვეთ საჭირო ფუნქცია.

 

შეცვალე ურთიერთობაში ყოფნის სტატუსი ზედმეტი დრამების გარეშე

თუ შეყვარებულს ახალი დაშორებული ხართ და უკვე ახალ თავგადასავლებს ეძებთ, ამის შესახებ კი არ გსურთ, რომ თქვენმა მეგობრებმა გაიგონ, რადგან მათ შორის არის თქვენი ყოფილიც, შეცვალეთ სტატუსი ისე, რომ ახალ ინფორმაცია მხოლოდ თქვენ ხედავდეთ. ურთიერთობის პანელში მიუთითეთ “მხოლოდ მე”. 

 

შეინახეთ საინტერესო პოსტები და წაიკითხეთ ისინი მოგვიანებით

ყოველდღიურად ათასობით პოსტი გხვდებათ და ბუნებრივია, ყველას წაკითხვას ვერ ახერხებთ. დროის უქონლობის გამო შესაძლოა გამოჩნდეს ისეთიც, რომლის დაწვრილებით გაცნობაც გინდათ, მაგრამ კონკრეტულ მომენტში ვერ ახერხებთ.

იმისათვის, რომ პოსტი მომავალში წაიკითხოთ, დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში ისარს, ხოლო მენიუდან აირჩიეთ განყოფილება „შეინახეთ“.

 

გააქრეთ პოსტი კონკრეტული ადამიანისთვის

თუ გსურთ დაწეროთ სტატუსი ისე, რომ არ აწყენინოთ არავის, იცოდეთ, რომ სტატუსის ველს აქვს გაფართოებული ფუნქციები. მონიშნეთ ადამიანი, რომელმაც არ გსურთ თქვენი სიახლე ნახოს და წყნარად გააგრძელეთ თქვენი საქმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები