მომხმარებელთა 56%-ს გზავნილების მიღების პრობლემა აქვს, 32% სერვერს ვერ უკავშირდება – სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესინჯერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამ ინფორმაციას Downdetector-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხმარებელთა 11% მესენჯერში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.
კომპანია „ფეისბუქში“ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.