LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook Live ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა

34

Facebook-ის Live Video-ს ფუნქცია სხვადასხვა გვერდების, ცნობილი ადამიანებისა და მცირე რაოდენობის Trial-ში ჩართული მომხმარებლის შემდეგ, გლობალურად, რიგით მომხმარებლებამდეც მივიდა. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით, ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის საინტერესო მომენტების ლაივ რეჟიმში ტრანსლირება.

ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონების მფლობელთათვის. Live Stream-ი თავსებადია Google-ის ოპერაციული სისტემასა (არანაკლებ 4.0 ვერსიისა) და iOS-ის ბოლო რამდენიმე ვერსიის მქონე მოწყობილობებზე. წინა და უკანა კამერის მეშვეობით ლაივ სტრიმი საინტერესო მომენტების რეალურ დროში გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები