LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ, გვერდის ადმინისტრატორმა მძიმე შეცდომა დაუშვა: სუჯაშვილი რუსი სამხედროს ფოტოზე

96
70446544-512410189508568-8226910882261630976-n

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუსი მესაზღვრის ფოტოს გამო გამოქვეყნების გამო, ბოდიში მოიხადა. როგორც სუჯაშვილი წერს, Facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ მართავს, თუმცა ყველა გამოქვეყნებულ პოსტზე თავად არის პასუხისმგებელი.

“მეგობრებო, საიდუმლო არაა რომ facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო”, – წერს სუჯაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 მარტს ქართველი მესაზღვრეებისთვის პროფესიული დღე აღინიშნებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სუჯაშვილის მისალოც Facebook-პოსტში კი რუსი მესაზღვრის ფოტო იყო.

პოპულალურები