LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ყიფშიძე: „გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს… ვეხვეწები, გამოდი მანდედან, შარია-მეთქი“

1196
გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებს ეხმაურება.
უკვე რამდენიმე დღეა სტუდენტები, ახალგაზრდები, რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და მმართველი გუნდის მიერ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. მათ შორის რუსთაველის გამზირზე აქციებს შეურთდება გიორგი ყიფშიძის შვილი ნატალია ყიფშიძე.

ვიდეო: „ამდენ ახალგაზრდას, რომელსაც ამდენად უყვარს თავისი სამშობლო, ვერავინ დაამარცხებს“ – რას ამბობს ნატალია ყიფშიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციაზე

„ძალიან მინდოდა ეს მეთქვა, მსახიობი მსახიობია, სპორტსმენი სპორტსმენია, პოლიტიკოსი არაფერი არ არის, მატყუარაა. მე ასეთი უკონტაქტო მთავრობა და ხალხი არ მინახავს, ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. როგორ შეიძლება ამდენი ხალხი გამოვიდეს და… კი, იქ ბევრი „ნაციც“ არის, ეგენი აფუჭებენ მთელ ამინდს.

გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე, ვეხვეწები, გამოდი მანდედან, შარია-მეთქი.

რამე რომ მოუვიდეს, შაჰიდის ქამარს გავიკეთებ და ვისაც გადავეყრები, ალაჰ აკბარს ვეტყვი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები