მსახიობი გიორგი ყიფშიძე „დედების პოდკასტში“ საუბრობს მეორე ქორწინებიდან თავისი ვაჟის, ალექსანდრეს და მასთან ურთიერთობაში პრობლემის შესახებ:
„მეორე ბიჭთან მაქვს პრობლემა, რა მხრივ… რომ დავშორდით, მისთვის ტრავმა იყო, როცა წავიდა, 8 წლის იყო, როცა დავშორდით, ახლა 14 წლისაა. მერე ორი ბავშვი რომ გაჩნდა, ალბათ, იეჭვიანა, მე ასე ვფიქრობ, რომ მამას სხვა შვილები ჰყავს. ჯერჯერობით ვერ მპატიობს. დისტანცია აქვს ჩემთან. ჩემს დასთან მიდის, მოდის, მაგრამ ჩემთან სახლში არ მოდის. იმედია, გარდატეხა მოხდება ოდესღაც… იმედია, მიხვდება, რომ მის წინააღმდეგ არაფერი მომხდარა… მეორე შვილთან ეს პრობლემა მაქვს და გული მისკდება… რა ვქნა, არ ვიცი. პატარები სულ მეუბნებიან, ჩვენი უფროსი ძმა, ალექსანდრე, რა მაგარი ძმა გვყავსო, ოღონდ არ იცნობენ, მხოლოდ ფოტოებიდან. დრო დადგება და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დალაგდება, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ…“
