LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მინდა რაჭაში მქონდეს ისევ ის სახლი, ჩემი შვილებიც რაჭაში წავიყვანო… აღარ მინდა ეს საშინელებები, რაც გარშემო ხდება, ქალაქიდან მინდა გავიქცე“ – გიორგი ყიფშიძე

514
გიორგი ყიფშიძე

ტელეჟურნალისტ ეკა ხოფერიას გადაცემის – „საუბრები ეკა ხოფერიასთან“ ერთ-ერთი გასული ეპიზოდი ზურა ყიფშიძეს, მის შემოქმედებით გზასა და ოჯახს მიეძღვნა.

გადაცემის სტუმრები, ზურა ყიფშიძესთან ერთად იყვნენ მისი შვილები – გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები, ასევე გიორგის შვილი – ნატალია ყიფშიძე და ლენუკას შვილი – ნიკუშა ნინუა.

გადაცემის ერთ-ერთ მონაკვეთში, სადაც მამა-შვილი, ზურა და გიორგი ყიფშიძეები განვლილ ცხოვრებას და ოჯახურ თავგადასავლებს იხსენებენ, ზურა ყიფშიძე ამბობს:

„ამ ბოლო დროს როდის ვიყავი ბოლოს ზღვაზე, აღარ მახსოვს. ადრე ფოტოებში მახსოვს – მე ლელა, ბავშვები, სიმამრი, სიდედრი, დედაჩემი. ზღვა და მთა მიყვარს“…

„მე მინდა რაჭაში მქონდეს ისევ ის სახლი, რაც მთელი ბავშვობა მქონდა. მინდა ჩემი შვილები რაჭაში წავიყვანო და ის არეალი გავზარდო, გავაკეთო რანჩოსავით, ბავშვებმა ჩემი მოყვანილი კიტრი და პომიდორი ჭამონ. აღარ მინდა ეს საშინელებები, რაც გარშემო ხდება, ქალაქიდან მინდა გავიქცე“, – აღნიშნავს გიორგი ყიფშიძე.

ვიდეო: „თუ თითს დააჭერ ამ თითსა და ამ თითს შორის აი აქ, ადვილად დაგეძინება…“ – გიორგი ყიფშიძე მამისგან გაგზავნილ შეტყობინებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g