LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოცხალი გენიოსი… საოცარი მსახიობი“ – ზურა ყიფშიძე იუბილარია

100
ზურა ყიფშიძე

დღეს თეატრისა და კინოს მსახიობი ზურა ყიფშიძე იუბილარია – მსახიობი 73 წლის გახდა.

ზურა ყიფშიძეს დაბადების დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით ულოცავენ.

ზურა ყიფშიძეს დაბადების დღეს ულოცავს თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიც.

„დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, ზურა ყიფშიძის დაბადების დღეა! ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებთ!“ – წერია თუმანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ცოცხალი გენიოსი“, „ლეგენდა“, „საოცარი მსახიობი“ – წერენ მისალოცი ტექსტის კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო გმირო “ – ნატალია ყიფშიძე ზურა ყიფშიძეს დაბადების დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები