LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წასული“ – პრემიერა 18,19,20 მაისს 20:00 საათზე გაიმართება

128
პრემიერა

„თუ ყველა წახვალთ რა ეშველება ამ ენას და ამ ისტორიას, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ჰგავს.“

რატომ მიდიან ადამიანები ემიგრაციში?

როგორ უნდა შეეგუო იმას, რომ მთელი ცხოვრება უცხოელი იქნები?

წარმოსახვით აეროპორტში,  მსახიობები საკუთარ ისტორიებს გვიზიარებენ, ისინი გვიყვებიან დარჩენის მნიშვნელობაზე და წასვლის მუდმივ მიზიდულობაზე – იმ არჩევანზე, რომელიც თითოეულ ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უწევს.

თუმანიშვილის თეატრი, ERT / Teatro Nazionale,  ფესტივალის „საჩუქარი“  და კულტურის ფონდის „ATER“ მხარდაჭერით წარმოგიდგენთ თეატრალური კომპანიის Kepler452-ის ორიგინალურ წარმოდგენას.

იდეა და ტექსტი: ენრიკო ბარალდი, ნიკოლა ბორგეზი, რიკარდო ტაბილიო

რეჟისორები: ენრიკო ბარალდი, ნიკოლა ბორგეზი

თარგმანი და ადაპტაცია: თათია მთვარელიძე

სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: სიმონ მაჩაბელი

კომპოზიტორი: გოგი ძოძუაშვილი

ტექნიკური რეჟისორი: ანუკი ხოშტარია

სინქრონული თარგმანი: გვანცა ფიფია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g