ედვარდ ოლბის შედევრი ადრიან გიურგეას დადგმით თუმანიშვილის თეატრს უბრუნდება.
პრემიერა 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.
ორი წყვილი, ერთი ხანგრძლივი ამერიკული ღამე და იმ ილუზიების ნელ-ნელა დაშლა, რომლებმაც მათ ზღურბლს გადმოაღწიეს. ცოლქმრულ ომს მიღმა, რომელიც ოლბიმ 1962 წელს, ჰოლოკოსტიდან ოცი წლის შემდეგ დაწერა, იმალება პიესა სისტემაზე, რომელიც წყვეტს, თუ რომელი ბავშვი იმსახურებს დაბადებას. ღამეს გადაურჩება არა გადასარჩენად გამოგონილი ქორწინება, არამედ ორი დაზიანებული ადამიანი — ცოცხალი და კვლავ შეყვარებული.
თარგმნა – თამარ გელაშვილი
სასცენო ადაპტაცია – მანანა ანთაძე
რეჟისორი და მუსიკალური გაფორმება – ადრიან გიურგეა
მხატვარი – ლევან კვარაცხელია
ქორეოგრაფი – ქეთი ასათიანი
რეჟისორის ასისტენტი – მარიამ ჟამერაშვილი
სინქრონული თარგმნა – არჩილ მეგრელიშვილი
მონაწილეობენ:
გოგა პიპინაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, გაგი შენგელია, ნუცა სულაბერიძე.
სპექტაკლი განხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
