სოციალური ქსელი Facebook მომხმარებლებს პოსტების განთავსებისთვის ფულს გადაუხდის.
ამ მომენტისთვის საიტი აღნიშნულ სიახლეზე მუშაობს, რომლის თანახმადაც მკითხველი, რომელსაც გარკვეული პოსტი მოეწონა, შეეძლება დატოვოს „ჩაი“, შემოწირულობა ან რეკლამების შემოსავლიდან გარკვეული პროცენტი.
კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ადამიანები ბოროტად სარგებლობენ გაზიარებებით ან მოწონებებით, ამასთან ახალი კონტენტი, პრაქტიკულად აღარ არის. ამასთან, „ინსტაგრამის“ გაჩენით შემცირდა პუბლიკაციების რიცხვიც, შესაბამისად, Facebook-ის ადმინისტრაცია აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას მოტივაციის გაზრდით გეგმავს.