სოციალური ქსელის წარმომადგენელთა თქმით, ვირუსი, რომელიც Facebook-ს „შეეყარა“, მომხმარებლების პირადი გვერდის გატეხვითა და მის მეგობრებთან პორნოგრაფიული ხასიათის წერილების გაგზავნით გამოიხატება.
ახალი პროგრამა შემდეგნაირად მოქმედებს: პირად მიმოწერაში გაურკვეველი შინაარსის ბმული მიდის, ადამიანს კი, რომელიც მასზე გადადის, პირად ანგარიშს უტეხავენ.
კომპანიაში უკვე მუშაობენ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, თუმცა, მათივე თქმით, ვირუსის წყაროს პოვნა ასეთ სიტუაციაში, თითქმის შეუძლებელია.
2013 წელს სოციალური ქსელი მსგავსი კიბერ-შეტევის მსხვერპლი გახდა, როდესაც ჰაკერები ბრაუზერის ისტორიის საშუალებით მომხმარებელზე ინფორმაციას აგროვებდნენ.