LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ზე მაღაზიის შექმნას უფასოდ შეძლებთ – მარკ ცუკერბერგი

269
unnamed

Facebook თავის მომხმარებელს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. კომპანიამ ონლაინ-პლატფორმა წარადგინა, რაც მცირე ბიზნესს, ადამიანებს, რომელთაც პროდუქტის გაყიდვა სურთ სოციალურ ქსელში გაყიდვების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

Facebook Shop ერთგვარი ონლაინ მაღაზიის ფუნქციას ასრულებს.

თავად მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, შესაძლებლობა ექნება შეარჩიოს თავისი გვერდის ინტერფეისი, ლოგო, დიზაინი და ასევე განათავსოს პროდუქტი. ეს ყველაფერი კი სრულიად უფასოდ.

ამის შესახებ განცხადება თავად მარკ ცუკერბერგმა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ კომპანიამ ეს გადაწყვეტილება Covid 19-ის პანდემიის ფონზე მიიღო.

“ამ ეტაპზე მცირე ბიზნესი სერიოზული სირთულეების წინაშე დგას, ვინაიდან მაღაზიები იხურება. ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნილება კი დღითი-დღე იზრდება. ჩვენი მიზანია ვაჭრობის პროცესი უფრო მოსახერხებელი გავხადოთ და ბიზნეს სექტორს მივცეთ საშუალება გამოიყენონ ჩვენი აპლიკაცია მომხმარებლებთან კონტაქტების დასამყარებლად. პროგრამა უფასო და მარტივი გამოსაყენებელია”, – განაცხადა ცუკერბერგმა.

ახალი პლატფორმა გასაყიდი პროდუქტების ონლაინ კატალოგის Facebook-სა და Instagram-ზე განთავსების საშუალებას იძლევა. გასაყიდ ნივთთან ერთად მითითებული იქნება მისი ფასიც და პროდუქტის შეძენა მომხმარებელს პირდაპირ Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებით შეეძლება.

 

https://www.facebook.com/zuck/posts/10111930156208121

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g